Lufthansa-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის სახელმწიფო ავიაკომპანიაში ITA Airways-ის მინორიტარული წილის ყიდვას გეგმავს.
ავიაკომპანიის განცხადებით, გერმანიის შემდეგ იტალია მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით. ჯერჯერობით უცნობია წილის რა მოცულობაზეა საუბარი, თუმცა Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 40%-იან წილზე, რომლის ღირებულება ჯამში 200-300 მლნ ევროს შეადგენს.
იტალიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა Lufthansa-ს საკითხს განიხილავს. თუ მთავრობამ შეთავაზება დაადასტურა ევროპის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია ვალდებული იქნება იტალიის მთავარი საჰაერო ჰაბები განავითაროს, ITA-ს შესაძლებლობა მისცეს მისთვის სტრატეგიულ ბაზრებზე წვდომა ჰქონდეს და გრძელი მარშუტების რაოდენობა გაზარდოს.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] ინფორმაციით, 2022 წელს Lufthansa დღეში საშუალოდ 1058 ფრენას ასრულებდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 29%-ით ნაკლებია. ამ მაჩვენებლით ავიაკომპანია ევროპულ კომპანიებს შორის მე-4 ადგილზეა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი