მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში გაფიცვის გამო, თბილისიდან დღევანდელი ფრენა გადაიდო, Wizz-მა კი აეროპორტი შეცვალა

642148d954982
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 11:44
775
გერმანიაში სატრანსპორტო სექტორში გაფიცვის გამო, თბილისიდან დღეს დაგეგმილი ფრენა გაუქმდა. 

როგორც BMG-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენა არ შესრულდება. კერძოდ, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa 27 მარტს დაგეგმილ ფრენას ხვალ შეასრულებს.

გერმანიის მიმართულებით ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც სრულდება. როგორც აეროპორტის მმართველ კომპანიაში BMG-ის უთხრეს, Wizz-ს ამ ეტაპზე ფრენა არ გაუუქმებია და ქუთაისი-დორტმუნდი-ქუთაისის რეისი დორტმუნდის ნაცვლად პადერბორნის აეროპორტიდან შესრულდება.

ცნობისთვის, გერმანიაში პროფკავშირები ტრანსპორტის სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასის მატებას ითხოვენ, რათა ამ ადამიანებმა გაზრდილი საყოფაცხოვრებო ხარჯების დაფარვა შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები