“შევიმუშავეთ ფრანშიზის სისტემა და სურვილი გვაქვს მეზობელ ქვეყნებში გავიტანოთ”,- ამის შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში “ლუკა პოლარეს” დირექტორმა თეა თაბაგარმა ისაუბრა.
თაბაგარის თქმით, კომპანიამ წლის დასაწყისში დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. “დიდი დაინტერესება გამოიწვია, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ვითარების გამო დროებით შეჩერებული ვართ”,- აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
თეა თაბაგარმა #ქალებისნარატივში “ლუკა პოლარეს” სხვა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მიზნებში 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით გაფართოება შედიოდა. “წელს ერთი ფილიალის დამატება მოვასწარით და კიდევ 3-ის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზუსტებით საუბარი არ შემიძლია”, - აცხადებს თაბაგარი.
გარდა ამისა, კომპანიაში წელს საწარმოს მშენებლობის დაწყებას გეგმავენ. კომპანიის დირექტორის თქმით, კომპანია წლის დასაწყისში საწარმოსთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა, თუმცა ეს გეგმაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო დროებით გადაიდო.
თეა თაბაგარმა გადაცემაში “ლუკა პოლარეს” გადაწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს კომპანიის 17 ფილიალიდან მხოლოდ 4 მუშაობს.
“მომხმარებლები შიგნით აღარ შედიან, კართან ვემსახურებით”,- აღნიშნავს თაბაგარი. მისი თქმითვე, კომპანიამ მიტანის სერვისიც დანერგა, რაც მისთვის სიახლე იყო. “ამ სტანდარტების დასაცავად რამდენიმე დღით მუშაობის შეჩერებაც მოგვიწია”,- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
თეა თაბაგარის თქმით, კომპანიაში თანამშრომლების შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ ფილიალების მუშაობის შეწყვეტის გამო, ეს სრულად ვერ მოხერხდა.
“მუშაობის სრულად აღდგენის შემდეგ ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ გავუსწროთ შარშანდელ შედეგებს და დავეწიოთ ჩვენს ბიზნეს გეგმას. ეს რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლების დახმარებით, მაინც მოვახერხებთ”, - აცხადებს “ლუკა პოლარეს” დირექტორი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება