მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lululemon-ი კორონავირუსის გამო შემცირებულ გაყიდვებზე აცხადებს

5e54ed289bde1
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.20 20:40
1310
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ტანსაცმლის კანადური ბრენდი Lululemon-ი კორონავირუსის გამო შემცირებული გაყიდვების შესახებ აცხადებს. როგორც კომპანია აღნიშნავს, მათი მაღაზიების უმრავლესობა დღემდე დახურულია. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, Lululemon-მა მაღაზიების დახურვა 3 თებერვლიდან დაიწყო, რითაც კომპანიას დიდი ზარალი მიადგა. ბრენდს 38 მაღაზია აქვს ჩინეთში და როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ჩინეთი მათთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.

„ჩვენ განცვიფრებულები ვართ ჩვენი გუნდის წევრების მდგრადობით ჩინეთში. ხალხის უსაფრთხოება ჩვენთვის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ დღემდე ჩვენი მაღაზიების უმრავლესობა დახურულია, ხოლო ის მცირე რაოდენობა, რომლებიც ღიაა, შეზღუდული გრაფიკით მუშაობენ”, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კელვინ მაკდონალდმა.

შეგახსენებთ, მაღაზიები ჩინეთში დღემდე დახურული აქვთ Apple-ს, Nike-ს, Adidas-ს, Starbucks-სა და მსოფლიოში ცნობილ სხვა ბრენდებს.