მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლუტეცია”: ამ ეტაპზე ფასებს ვინარჩუნებთ, თუმცა მომავალში ზრდა მოსალოდნელია

602a4c27db0a6
ლიკა გურაბანიძე
15.02.21 23:00
714

“2020-ში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა - გაყიდვების დაახლოებით 20-25%-იან ზრდას ვგეგმავდით“ - განაცხადა “ლუტეცია ჯგუფის” ადმინისტრაციულმა დირექტორმა ლიკა დოლიძემ “საქმიან დილაში”. დოლიძის თქმითვე, რომ არა პანდემია, ეს მიზანი მიღწეული იქნებოდა, თუმცა კომპანია გასული წლის გაზაფხულიდან გაუთვალისწინებელი ვითარების წინაშე დადგა.

“ჩვენი გეგმა იყო ის, რომ ყველა თანამშრომელი შეგვენარჩუნებინა და მათი ანაზღაურებები გაგვეცა. გამოწვევა მივიღეთ და ეს გეგმაც შევასრულეთ. ამ ეტაპზე არსებულ ფასებსაც ვინარჩუნებთ, თუმცა მომავალში ზრდა მოსალოდნელია.” - განმარტა დოლიძემ.

მისივე თქმით, დღეს არსებული შეზღუდვები, მათ ბიზნესს განსაკუთრებულად აზარალებს. ონლაინ პლატფორმა აითვისეს და 2021 წელს მოლოდინები ოპტიმისტური აქვთ.

“საღამოს კომენდანტი და მინუს შაბათ-კვირა ჩვენს ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა უქმე დღეებზე ელ-კომერციაზე გადავედით, ეს ჩვენს შემოსავლებზე მოქმედებს. ონლაინ ჩვენს ბიზნესში პროდუქციის გაყიდვა რთულია, თუმცა ამ პლატფორმაში დიდი შრომა გვაქვს ჩადებული და მის განვითარებას ვცდილობთ.

გუნდი ოპტიმისტურად არის განწყობილი და პანდემიის დასასრულს ელოდება. მოლოდინი არის ის, რომ 2020 წლის შედეგი გავიმეოროთ ან უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. უკეთესში იგულისხმება ის, რომ თუ პანდემიური სიტუაცია ისე გაგრძელდება როგორც დღეს, 2022 წელს პანდემიამდელ მაჩვენებელს დავუბრუნდებით”, - განაცხადა “ლუტეცია ჯგუფის” ადმინისტრაციულმა დირექტორმა.