19.აგვისტო .2022 15:35

m2 - ის საზაფხულო შეთავაზებები სახლის შეძენის მსურველებისთვის

m2 - ის საზაფხულო შეთავაზებები სახლის შეძენის მსურველებისთვის
views 955
უკან

m2 - ში სახლის შეძენის მსურველებისთვის სპეციალური საზაფხულო აქციები დაიწყო.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული საზაფხულო აქციით ისარგებლონ, შეიძინონ სახლი m2 - ის მიმდინარე პროექტებში (m³ საბურთალო; m² მირცხულავაზე; m² ჭყონდიდელზე; m² ნუცუბიძეზე 2) და იცხოვრონ უკეთესად.

ამჯერად m2 -ში ოთხი საზაფხულო შეთავაზებით სარგებლობაა შესაძლებელი:

1. დაიმეზობლე მეგობარი - აირჩიე მეგობარი, დაიმეზობლე და იცხოვრე იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისთანაც კარგად გრძნობ თავს. მეგობარი 3000 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებს, m² -ის მაცხოვრებელი კი ტექნიკის 1000 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება. შეთავაზება ძალაშია 31 აგვისტოს ჩათვლით.

2. შეთავაზება მეზღვაურებისთვის - შეარჩიე სასურველი გადახდის პირობა: ისარგებლე ერთიანი გადახდის ფასდაკლებით, ხოლო ღირებულება დაფარე 2 ნაწილად: დასაწყისში გადაიხადე მხოლოდ 50%, ხოლო დარჩენილი 50% 1 წლის შემდეგ; ან შეიძინე სახლი 0%-იანი შიდა განვადებით - 10% თანამონაწილეობა, მშენებლობის დასრულებამდე ეტაპობრივად დაფარე სახლის ღირებულების 50%, ხოლო დარჩენილი 40% მშენებლობის დასრულებისას. შეთავაზება ძალაშია 31 აგვისტოს ჩათვლით.

3. შეთავაზება სოლო მომხმარებლებისთვის - შეიძინე სახლი m²-ში იპოთეკური სესხით და ისარგებლე განსაკუთრებული პირობებით. (იპოთეკური სესხი ლარში 2 წელი ფიქსირებული 10.9%, შემდგომ რეფინანსირების განაკვეთს დაემატება +2%. ეფექტური - 14.63%-დან). შეთავაზებაშია m²-ის მიმდინარე პროექტების 1, 2 და 3 საძინებლიანი სახლები. შეთავაზება ძალაშია 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. საზაფხულო აქცია - შეიძინე სახლი m²-ში, საჩუქრად კი მიიღე 15 000 ლარამდე სარემონტო მასალების ვაუჩერი და ინტერიერის დიზაინერის მომსახურება. შეთავაზება ძალაშია 18 სექტემბრამდე.

საზაფხულო შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ m²-ის ვებ-გვერდს - www.m2.ge; დაუკავშირდით კომპანიის ცხელი ხაზს, ნომერზე - 2 444 111, ან ესტუმრეთ გაყიდვების ოფისს (წერეთლის118; ალ.ყაზბეგის 15).

R

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა