მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე ნალექიან დღეებში სამშენებლო სამუშაოები შეწყდება - მერია

6059c7001071d
ინგა მურუსიძე
23.03.21 14:47
571
ნალექიან დღეებში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოები შეწყდება. გადაწყვეტილება ვაშლიჯვართან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო და ის თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა გააჟღერა.

ბენდელიანის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წვიმის გადაღებისთანავე სამშენებლო სამუშაოები განახლდება, გადაწყვეტილება იქნება ნალექის და მისი ხანგრძლივობის შესაბამისი.

"წინა დღეებში ვსაუბრობდი იმ ტიპის სამუშაოების შეჩერებაზე, რომელიც უშუალოდ ვიბრაციის გამომწვევი იყო და შეიძლებოდა გარკვეული სახის ზემოქმედება განეხორციელებინა მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გადაწყდა, რომ ნალექიანი ამინდების დღეებში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები სრულად შეწყდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

ინფორმაციისთვის; საქართველოში გერმანელი გეოლოგები არიან ჩამოსული, რომლებიც ვაშლიჯვარში, მეწყრულ პროცესებს სწავლობენ.