მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, ქვეყნის ჩაკეტვის რისკი არსებობს - კულუმბეგოვი

61baff7cb5bbd
თათია ჩაფიჩაძე
16.12.21 13:00
1308
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, საქართველო შესაძლოა, იანვრის ბოლოს ან თებერვალში ახალი ჩაკეტვების საფრთხის წინაშე დადგეს.

როგორც კულუმბეგოვმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გავრცელების ტემპების და არაიმუნური ფენის არსებობის გათვალისწინებით, შესაძლოა, ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის გადატვირულობის საფრთხე დადგეს.

"ჩაკეტვის რისკი გარკვეულწილად შეიძლება არსებობდეს, თუკი „ომიკრონმა“ სწრაფი და უპრეცედენტო გავრცელების მასშტაბები მიიღო იანვრის ბოლოდან ან თებერვლიდან. ამიტომ მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვემზადოთ ვაქცინაციით და პირბადის გამოყენებით. თუ ამას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მძიმე ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს ავცდეთ. სხვა შემთხვევაში, პროცესი ცოტა რთულად მესახება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 35% არაიმუნურია ანუ არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც კოვიდი აქვს გადატანილი, ეს მილიონზე მეტი ადამიანია, რაც რისკებს გვიზრდის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ექიმმა ისაუბრა თავად „ომიკრონის“ შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული.

„ჯანმო-მ შეშფოთება რამდენიმე კრიტერიუმით იყო გამოწვეული: „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებით, კლინიკური მიმდინარეობის პროცესით და ვაქცინაციით ან კოვიდის გადატანით შეძენილი იმუნიტეტის მიმართ დამალვის პოტენციით. უკვე ვიცით, რომ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პოტენციალი 3-4-ჯერ არის გაზრდილი ანუ ვირუსის ეს შტამი ცეცხლივით ედება ყველა ქვეყანას, სადაც კი გავრცელდა, თუმცა კარგი ის არის, რომ დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ბრიტანეთში მოსახლების 80% ვაქცინირებულია, თითქმის 40%-ს კი ბუსტერ-დოზა აქვს გაკეთებული, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში რა იქნება, ჯერ რთული სათქმელია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.