მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშს აფასებს

5e32d623d814d
BM.GE
30.01.20 17:10
602
ძალიან შთამბეჭდავი ანგარიშია, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2019 წლის საქმიანობის შედეგები, რომელიც დღეს მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, დარგობრივი ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

„ბევრი მიმართულებით იყო საინტერესო ეს ანგარიში. ჩემთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მელიორაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები და ვნახეთ, რომ იმ ტერიტორიების რაოდენობა, რომელიც წყალუზრუნველყოფილია, ბოლო წლებში რამდენჯერმე არის გაზრდილი. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინვესტიციები ტყის მართვის მეურნეობისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ვიხილეთ კონკრეტული მაგალითები, ფერმერები, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, შექმნეს ახალი საწარმოები, დაასაქმეს ადამიანები და გარდა ამისა, წვლილი შეაქვთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, 2019 წლის შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, სამინისტროს, 2020 წლის და შემდგომი პერიოდისთვის კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს.