22.ოქტომბერი .2019 11:41

მაია ცქიტიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე პორტების მნიშვნელობაზე ისაუბრა

views 406
უკან

„ჩვენ  ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციას ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება შავი ზღვა არსებული პორტების მოდერნიზაციით, ასევე გაფართოებით და ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით ანაკლიაში,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს აბრეშუმის გზის საჭიროებებს უკეთესად მოემსახუროს.

„ჩვენ ურთიერთდაკავშირებულობაზე ვსაუბრობთ და ეს პროცესი მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ გახლავთ. ურთიერთდაკავშირებულობა გულისხმობს გახსნილ, უფრო ლიბერალურ ეკონომიკას, მეტ კავშირს ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით რეგიონებთან გვაქვს ბიზნეს მეგობრული, ტოლერანტული ეკონომიკა და კულტურა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უფრო მეტ გახსნილობაში, უკეთეს ინტეგრაციაში და შეგვიძლია, ყველა ბარიერი მოვაშოროთ, რომელიც შესაძლოა ქვეყანას გააჩნდეს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: 2019 წლის 22-23 ოქტომბერს, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ტარდება. ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2 000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა