მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯექსონი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი ცნობადი სახე

5dbbdf2658874
მიხეილ ხაჩიძე
01.11.19 22:30
2324

ჟურნალ Forbes- ის ყველაზე მაღალანაზღაურებად გარდაცვლილ ცნობილი სახეების რეიტინგში მაიკლ ჯექსონი ლიდერობს. პუბლიკაციის თანახმად, მომღერალმა 2019 წელს $60 მილიონი გამოიმუშავა.

პოპის მეფის შესახებ ბოლო პერიოდში გავრცელებული სკანდალური ინფორმაციების მიუხედავად, აშშ- ში ჯექსონისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. Forbes- ის ცნობით, 2019 წელს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით მისი სიმღერებს 2.1 მილიარდმა ადამიანმა მოუსმინა. მაჩვენებელი გასულ წელს 1,8 მილიარდი იყო.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, Sony– სთან გრძელვადიანი გარიგების შედეგად, ჯექსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილ ადამიანების რეიტინგში უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ სიაში მეორე ადგილზე ელვის პრესლი იმყოფება, (39 მილიონი დოლარი), ხოლო მესამე პოზიცია კომიქსების ცნობილ ავტორს, ჩარლზ შულცს (38 მილიონი დოლარი) ერგო.  რეიტინგში მთლიანობაში 13 ცნობილი ადამიანი შევიდა, რომელთაგან 9 მუსიკოსია.