მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი $100 მლნ-ით გამდიდრდა - Forbes-მა მილიარდერების სია განაახლა

642d40baeaebe
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.23 13:30
1754
Forbes-მა 2023 წლის მილიარდერების სია განაახლა. გამოცემის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 100 მილიონი დოლარით მეტია.

2020; 2021 და 2022 წლებში Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 4.8 მილიარდ დოლარად აფასებდა, იქამდე კი 2019 წელს ეს შეფასება 4.9 მილიარდზე იყო. ამ მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

ბიძინა ივანიშვილის ქონების ცვლილება Forbes-ის მიხედვით წლების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

2014 - $5.2 მილიარდი;
2015 - $5.2 მილიარდი;
2016 - $4.8 მილიარდი;
2017 - $4.5 მილიარდი;
2018 - $4.6 მილიარდი;
2019 - $4.9 მილიარდი;
2020 - $4.8 მილიარდი;
2021 - $4.8 მილიარდი;
2022 - $4.8 მილიარდი;
2023 - $4.9 მილიარდი.

ივანიშვილის ქონებაზე განსხვავებულია Bloomberg-ის შეფასება, რომელიც ყოველთვის ამ მიმართულებით უფრო გულუხვი იყო და ამჟამად ქართველი ოლიგარქის ქონებას 5.95 მილიარდ დოლარად აფასებს.

ბიძინა ივანიშვილის გარდა Forbes-ის სიაში კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი - მიხეილ ლომთაძეცაა, რომლის ქონებაც 3.6 მილიარდად არის შეფასებული. ის ამ შედეგით მსოფლიოს 778-ე უმდიდრესი ადამიანია. ლომთაძის ქონება წინა წელთან შედარებით 1.8 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი, რაც ყაზახურ ბანკის Kaspi-ის აქციების ზრდით არის განპირობებული. ლომთაძე ამჟამად Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს. 

როგორც Bloomberg-ი, ასევე Forbes-ი მილიარდერთა ქონებების შეფასებებს საკუთარი წყაროებისა და მეთოდოლოგიების მიხედვით ადგენენ. რეალურად რამდენია კონკრეტული მილიარდერის ქონება საჯარო ინფორმაცია ნაკლებადაა და გამოცემების შეფასებები ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები