მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისის პირველ ათ დღეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 631 მგზავრს მოემსახურა

5ebacae905760
მარიამ ადამია
12.05.20 21:20
2271
Tav Georgia-ს ინფორმაციით, 2020 წლის მაისის პირველი ათი დღის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა 79 რეისი. აეროპორტი მოემსახურა 1 631 მგზავრს.

პროცენტულად, ფრენები 10 დღის მონაცემებით, შემცირებულია 86%-ით, მგზავრთნაკადი შემცირდა 99%-ით. ასევე მიმდინარე წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები 90%-ით შემცირდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 99%-ით.

თებერვლის მდგომარეობით ქვეყანაში 33 ავიაკომპანია დაფრინავდა, 69 რეგულარული მიმართულებით. პანდემიის პირობებში კი, ჯამში 3200 რეისი აპრილის ბოლომდე ვერ შესრულდა.