მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში მსოფლიოში ბუნებრივი აირი 42.5%-ით გაიაფდა - G&T

64787c1b91601
ინგა მურუსიძე
02.06.23 10:00
635
2023 წლის მაისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. GALT & TAGGART-ის თანახმად, 2022 წელს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია რუსეთის მიწოდების შემცირებისა და პანდემიის შემდგომი ეკონომიკის გაჯანსაღების გამო.

ფასების თანდათანობითი ვარდნა სავარაუდოდ, ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს უკავშირდება, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბუნებრივი აირის (ევროპა) საშუალოწლიური ფასი 2023 წელს $19.0-ს გაუტოლდება (-52.9% წ/წ) და $17.0-ს (-10.5% წ/წ) 2024 წელს.