29.ივნისი .2022 00:25

მაისში საქართველომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი 70%-ით გაზარდა

მაისში საქართველომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი 70%-ით გაზარდა
views 1040
უკან

2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494,538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტირებული ნავთობის მოცულობა 7%-ით არის მომატებული.

საქსტატის მონაცემებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც იანვარ-მაისში საქართველომ $124.3 მილიონის ღირებულების 138,663 ტონა საწვავი შეიძინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის ღირებულება 148%-ით, იმპორტის მოცულობა კი 45%-ით არის გაზრდილი. ამ მაჩვენებლით რუსეთი საწვავის იმპორტში #1 ადგილს იკავებს.

მაისში საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ რუსული საწვავი ევროპულზე იაფი იყო. სავარაუდოდ, სწორედ ხელმისაწვდომი ფასის გამო, ბიზნესმა რუსეთიდან და თურქმენეთიდან იმპორტი გაზარდა. მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და მან $50 მილიონს მიაღწია.

2022 წლის იანვარ-მაისში ქვეყნების მიხედვით, ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - 138,663 ათასი ტონა, იმპორტის 28%;
2. რუმინეთი - 103,889 ათასი ტონა, იმპორტის 21%;
3. თურქმენეთი - 85,389 ათასი ტონა, იმპორტის 16.5%;
4. ბულგარეთი - 76,409 ათასი ტონა, იმპორტის 15.5%;
5. აზერბაიჯანი - 56,507 ათასი ტონა, იმპორტის 9.7%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა