მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

60dc197d92ffe
თელარა გელანტია
30.06.21 11:11
1206
მაისში საქართველოს ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა. 

ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ხუთ თქვეში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელია 11.5%.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. "ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ მაისში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა წინა წელთან შედარებით 50.3%-ით გაიზარდა და 8.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა მოახდინა 24.4%-ით გაზრდილმა ექსპორტმა.