მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ბიზნესომბუდსმენი გახარია და მინისტრი გახარია ჩემთვის ცა და დედამიწაა

5daf40889d739
თელარა გელანტია
22.10.19 21:44
1163
„მე მასთან (გიორგი გახარიასთან) მსგავსი შეხვედრები არ მქონია, როცა ის მინისტრი იყო“, - ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ წამყვანის კითხვას იმის თაობაზე, ჰქონია თუ არა მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიასთან არაფორმალური, პირისპირი შეხვედრები იქამდე, ვიდრე ე.წ. მუქარის წერილს გადასცემდა.

„მე მქონდა მასთან 2 თუ 3 შეხვედრა, როცა გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო და მინდა გითხრათ, რომ ის გახარია, როცა იყო ბიზნესომბუდსმენი და ეს გახარია, როცა გახდა შს მინისტრი, ჩემთვის არის ცა და დედამიწა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და იქვე დასძინა:

„ეტყობა ბიზნეოსმბუდსმენობის დროს შეისწავლა რა ხდება ბიზნესში და და მერე გახდა სხვა გახარია“.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ე.წ. "მუქარს წერილი" მას გიორგი გახარიამ გადასცა.