მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ეს ქვეყანა ივანიშვილის ბოსტანი არ არის

5e060bf5700ad
ინგა მურუსიძე
27.12.19 17:52
1778
„თიბისი ბანკის“ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ის გრძელდება გიორგი გახარიას ხელშეწყობით, ხოლო ამ ყველაფერში ჩართულია სამარცხვინო ადამიანი, კობა გვენეტაძე“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, რომელიც გრძელდება უკვე ერთი წელია. ასევე, ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის, გახარიას ხელშეწყობით და ორგანიზებით მიმდინარე საქმე და ამაში ჩართულია გვენეტაძე, სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ეროვნული ბანკის ე.წ. პრეზიდენტი, რომელმაც დაასამარა ქართული ვალუტა. სწორედ ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. მათი დამქაშები სხვას ვერაფერს იტყვიან, რაც თქვეს დღეს. დაბნეულები არიან და ამბობენ, რომ არაფერი იციან. თუ არ იციან, საერთოდ როგორ ამოწმებენ რამეს?! ვერც ერთ კითხვას ვერ გასცეს ნორმალური პასუხი. კიდევ ვამბობ, მობრძანდეს გახარია პროკურატურაში, მოვიდეს სასამართლოში და მისცეს იმ წერილზე განმარტებები. გაკეთდეს განმარტებები „პროგრეს ბანკის“ თემაზე, უცებ რომ მიიჩქმალა, გაიცეს ცნობა, გავრილოვთან როგორი პარტნიორობა აკავშირებდა ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ყველა შეტევა, რომელიც „თიბისი ბანკზე“ განხორცილედა, მათ შორის კიბერშეტევა, რომელიც დღესაც არ არის გამოძიებული, ყველა ამ კითხვაზე გაეცეს პასუხი. მე გპირდებით, თუ პროკურატურა არ გამოიძიებს, მაინც იქნება გამოძიებული და ყველა მიიღებს თავის საპასუხო სიტყვას. ეს ქვეყანა არ არის ბიძინა ივანიშვილის ბოსტანი, ეს ქვეყანა და ეს პროკურატურა არ არიან ის ინსტიტუტები, რომლებიც ასე უნდა ამოიდო იღლიის ქვეშ და მე გეუბნებით, ეს ყველაფერი გაირკვევა აუცილებლად. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდება სამართალი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტია tv “პირველის“ მფლობელის მამა ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.