მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: "მუქარის წერილზე" პროკურატურისგან საქმის დაუყონებლივ აღძვრას ველოდები

5daf35cecbb56
BM.GE
22.10.19 20:55
940
„აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი განცხადება გააკეთა პროკურატურამ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელში აქვთ მტიცებულება - წერილის დედანი, რასაც ისინი ითხოვდნენ და შესაბამისად, მე ველოდები საქმის აღძვრას დაუყონებლივ ამ „მუქარის წერილზე“, რომელიც მოდიდოდა მაღალჩინოსნისგან“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ პროკურატურის განცხადებით, „ზემოხსენებული წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მასზე ეფექტური დაქტილოსკოპიური თუ სხვა სახის კვლევების ჩატარებას”

„ვერანაიარი შუალედური ახსნა ვერ იქნება მიღებული პროკურატურისგან. რას ნიშნავს მოიარა ქვეყნები?! პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ანაბეჭდების აღება ამ წერილზე იყო ჩვენი ინიციატივა, რომ გამაგრებულიყო დედანი, რადგან მათ არც ჰქონდათ ამის მოთხოვნა. მარტში როცა პროკურატურაში ვიყავი დაკითხვაზე, მათ საქმე ცალკე არც კი გამოყვეს. ესაა ლუსტრაცია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს მახინჯი სისტემა, რომელიც ემსახურება ერთ ადამიანს და რომელმაც ჩამოაყალიბა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აბსოლუტურად დეგრადირებული მდგომარეობა, ერთი კაცის მმართველობა, ამას ბოლომდე მივიყვანთ და ყველას მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც არსებობს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

წამყვანის რეპლიკაზე - იქნება თუ არა ამ ადამიანების რიცხვში გახარია, ხაზარაძემ თქვა, რომ პირველ რიგში, გიორგი გახარია უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე.

„ის ურცხვი განცხადება, რომელიც მე მოვისმინე, რომ ჩემგან წერილი არ გაგზავნილა, მე არ გადამიციაო, როგორ შეიძლება დღეს ასეთი ადამიანი იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი“, - აღნიშნა ხაზარაძემ.