მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: პარტია უახლოეს ორ თვეში დაფუძნდება... ქობულიასთან კონსულტაცია არ გვქონია

5d95bd389d047
ლიკა გურაბანიძე
03.10.19 13:26
1421
„უახლოეს ორ თვეში ჩვენ პარტიას დავაფუძნებთ და შესაბამისად, ხედვასაც წარვადგენთ,“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„არის უამრავი საკითხი და როდესაც დაფუძნდება პარტია, ძალიან მკაფიო პროგრამულ ხედვას წარმოგიდგენთ, თუ რა დროში რანაირი რეფორმებით გამოვიყვანთ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან", - აღნიშნა „ლელოს“ დამფუძნებელმა.

ჟურნალისტის კითხვაზე - პარტიაში იქნება თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია? მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ გიორგი ქობულიასთან გუნდს კონსულტაცია არ ჰქონია.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ის რეგიონებში გასვლას მალე დაიწყებს, ხოლო მის გუნდში ყველა პროფესიის ადამიანი გაერთიანდება. „ლელოს“ დამფუძნებლის თქმითვე, ის დაპირების ნაცვლად მოსახლეობას მოუსმენს.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ გუნდის დამატებითი 12 წევრი წარადგინა.