მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაქვს მოსაზრება, რომ ქუთაისის პარლამენტი გამოყენებულ იქნეს საკონფერენციოდ - ზურაბიშვილი

5e027345e0951
BM.GE
25.12.19 00:19
1778
მაქვს მოსაზრება და ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობ მთავრობასთან, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა გამოყენებულ იქნეს საკონფერენციოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს დიდი საკონფერენციო ცენტრი და ეს ძალიან გამართლებული არის ქუთაისის განვითარებისთვის და მითუმეტეს თუ წყალტუბო შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ეს ყველაფერი ერთობაში იქნება ძალიან ძლიერი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ავლაბრის სასახლეზეც ისაუბრა.

„ის სასახლე არ ასახავდა დღევანდელ პრეზიდენტს თავისი პომპეზურობით და თუნდაც მდებარეობით ქალაქში. მე მგონი ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ცოტა სხვანაირი უნდა იყოს. ის სასახლე უკვე გადაწყვეტილი არის და უკვე იქნა გამოყენებული ამ კუთხით, რომ იყოს ცერემონიალების სასახლედ მთლიანად მთავრობისთვის და ყველა შესაძლო ღონისძიებისთვის, რომელიც მოითხოვს ამ სტილის მოცემულობას...

ყველაფრის მასპინძელი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ახალი მისი უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე. ჩვენ სამწუხაროდ ასეთი აქტივები გვაქვს არაერთი, მაგალითად ქუთაისის პარლამენტი. ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო ერთ დროს, როცა ხარჯების ეკონომიაზე არავინ ფიქრობდა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად 2018 წლის 16 დეკემბერს დაიკავა. თუმცა, ის პირველივე დღიდან ათონელის რეზიდენციაში მუშაობს.

ავლაბრის რეზიდენცია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს აშენდა, სწორედ სააკაშვილი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც აღნიშნულ რეზიდენციაში მუშაობდა. ავლაბრის რეზიდენციას სამუშაოდ იყენებდა წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. თუმცა, ცხოვრებით დუშეთში მდებარე საკუთარ სახლში ცხოვრობდა. საუბარი მისი დანიშნულების შეცვლაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები