მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია: კონტროლი უნდა გამკაცრდეს

5f4f46d18b9e3
ინგა მურუსიძე
02.09.20 11:19
1433
"კონტროლი უნდა გამკაცრდეს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაია ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაიცვან თავი და ირგვლივ მყოფები პირბადეებით და სოციალური დისტანცირებით.

„ვფიქრობ, შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ეს უნდა მოხდეს თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ობიექტებში, ტრანსპორტში და ყველგან, სადაც შეიძლება 10 ადამიანზე მეტი შეიკრიბოს. ამის კონტროლი უნდა განახორციელონ შესაბამისმა სამსახურებმა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის: ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.