მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარმარის სარკინიგზო გვირაბი წელიწადში 25,000-მდე კონტეინერის გატარებას გეგმავს

5ec25b4d6172a
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.20 22:00
1215
თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, რომ პირველმა შიდა სატვირთო-საკონტეინერო მატარებელმა წარმატებით ისარგებლა მარმარის სარკინიგზო გვირაბით, რომელიც ევროპას და აზიას სარკინიგზო ხაზით აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ მარმარის გვირაბი ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის ადილ კარაიზაილოღლუს განცხადებით, მარმარის სარკინიგზო გვირაბი შეცვლის არსებულ სატვირთო მომსახურებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს.

კარაიზაილოღლუ აღნიშნავს, რომ აზიიდან ევროპაში მარმარის სარკინიგზო გვირაბი წელიწადში 25,000-მდე კონტეინერის გატარებას გეგმავს.

აღნიშნული მატარებლის შემადგენლობაში 16 ვაგონი იყო, რომელიც პლასტმასის ნედლეულის ტრანსპორტირებას ახდენდა.

შეგახსენებთ, პირველმა სატვირთო მატარებელმა China Railway Express-მა გასული წლის ნოემბერში ისარგებლა მარმარის სარკინიგზო გვირაბით, რომელმაც 42 TEU კონტეინერი ელექტრონული საქონელი გადაზიდა ჩეხეთის რესპუბლიკამდე.