მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლირა ლართან რეკორდულად გაუფასურდა - გაცვლითი კურსი 10 თეთრზე ნაკლებია

64a56f7f02f37
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 17:41
1835
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად თურქული ლირა ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ერთი ლირას ღირებულება პირველად ჩამოსცდა 10-თეთრიან ზღვარს და მისი ოფიციალური ღირებულება ამჟამად 9.97 თეთრია.

თურქული ლირის გაუფასურების უკანასკნელი ტალღა 14 მაისის შემდგომ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებას უკავშირდება. არსებულ ვითარებაზე დადებითად არც ქვეყნის ეკონომიკური გუნდის განახლებამ იმოქმედა.

მაღალი ინფლაციის დასაძლევად გასულ თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია.

ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, თურქული ლირა რეკორდულ გაუფასურებს განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 26.1 ლირას მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ცენტრალური ბანკის განცხადებით, გაცვლითი კურსის დასასტაბილურებლად სავალუტო რეზერვების გამოყენება უახლოეს მომავალში დაგეგმილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები