მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა - რას ნიშნავს საკარანტინო რეჟიმი

5e77cdf53a225
ინგა მურუსიძე
23.03.20 00:33
2296
მარნეულის და ბილნისის რაონები გადავიდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან იზღუდება მარნეულსა და ბოლნისში შესვლა და გამოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მარნეულის და ბილნისის რაონები გადავიდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან იზღუდება მარნეულსა და ბოლნისში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები ობიექტები, მედიკამენტების და კრიტიკული მედიცინის სხვა ობიექტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად, ასევე ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როცა გვექნება მედიკოსების მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა, მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის დაცვას უზრუნველყოფს შს სამინისტრო.

„კარანტინის რეჟიმზეა გადასული მარნეულში მდებარე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“, ვინაიდან ინფიცირებული ქალბატონი სწორედ იქ იმყოფებოდა. კლინიკის მახლობლად და მის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მეორე -  „ავერსის“ კლინიკა გააგრძელებს ფუნქციონირებას. მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიზრუნოთ თოთოეულ მოქალაქეზე მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაცემის მასშტაბი და სისწრაფე იყოს მინიმალური“, - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, ადგილობრივი მედია გააგრძელებს მუშაობას, ხოლო სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.