24.მარტი .2020 22:00

„მარნეულიდან გამოსული მანქანები, რომელთაც სურსათი გამოაქვთ, სპეციალურად მუშავდება"

views 648
უკან

მარნეულსა და ბოლნისში სურსათის შეტანა და გამოტანა ყველა წესის დაცვის შესაბამისად ხორციელდება. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

ვასილ ბასილაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, სააგენტოს ყურადღება აგრარული ბაზრების, სურსათის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიებისა და მიტანის სერვისით სურსათის მიმწოდებელი კომპანიების შემოწმებისკენ არის მიმართული.

„ჯერ არსად მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ დადასტურებულა სურსათით ამ ვირუსის გადაცემის ფაქტი ან შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებს, რომ მოხდეს სურსათის წესების შესაბამისად დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის იმაზე მეტი მარაგი, ვიდრე ქვეყანას სჭირდება მოსახლეობა მარაგებს მაინც აკეთებს, ამიტომ აუცილებელია ვადების კონტროლი და წესების შესაბამისად მისი შენახვა.

რაც შეეხება მარნეულის და ბოლნისის შემთხვევებს, მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა იქ შესული და გამოსული მანქანები, რომლითაც ხდება სურსათის შეტანა და გატანა, გადის სპეციალურ დამუშავებას, ასე რომ ეს არის სრულიად უვნებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ღონისძიებები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აქამდე საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან ერთად განახორციელა და საზღვარზე შესული და გამოსული მანქანები გადიოდნენ იმ სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას, რაც ეხლა მარნეულსა და ბოლნისის შესასვლელთან და გამოსასვლელთან ხორციელდება.“ - განაცხადა ბასილაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა