მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულსა და ბოლნისში მოსახლეობას ასეულობით მოხალისისგან და ექიმებისგან შემდგარი 40 ჯგუფი ამოწმებს - სუბარი

5e7b1fe19ab3a
ინგა მურუსიძე
25.03.20 13:18
650
მარნეულსა და ბოლნისში პირველი დღის გაურკვევლობამ გაიარა და მოსახლეობა აბსოლუტურად მშვიდად არის, - ამის შესახებ პრემერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ ყველაფერი მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება.

„ცხოვრება გრძელდება, არა ჩვეულებრივ რიტმში, თუმცა შეძლებისდაგვარად ნორმალურ ფარგლებში. როგორც უკვე ითქვა, 20 ათასი პაციენტი შემოწმდა, მათგან 25-ს ჰქონდა დაბალი სიცხე, ორი გადაიყვანეს კლინიკაში, ერთი უკვე გაიწერა კლინიკიდან და მეორეც სავარაუდოდ დღეს წავა სახლში, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აქვს.

ქალბატონი, რომელიც გახდა წყარო დაავადების გავრცელების, მისი 90 კონტაქტიდან ნახევარი უკვე შემოწმებულია და მხოლოდ 4 კონტაქტს აღმოაჩნდა ვირუსი, დანარჩენებზე პასუხი არის უარყოფითი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი ინფორმაციით, შექმნილია 40-ზე მეტი ჯგუფი მოხალისეებისგან და ექიმებისგან, რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც მოსახლეობას ამოწმებს.

სოზარ სუბარმა მოხალისეების მობილიზებისა და გადამზადებისთვის „წითელ ჯვარს“ მადლობა გადაუხადა.