მარტში უცხოეთიდან $438 მილიონი გადმორიცხეს - ქვეყნების რეიტინგი
BM.GE
18.04.23 13:51
• 6000
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მარტში საქართველოში უცხოეთიდან 438 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 127%-ით მეტია.
გზავნილებში პირველ ადგილს რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც 224 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 728%-ით მეტია. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 43 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 20%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი გადმორიცხეს. გზავნილების ეს მოცულობა წლიურად 40%-ით არის გაზრდილი.
ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე ნაწილდება:
1. რუსეთის ფედერაცია - $224 მლნ, მატება წინა წელთან 728% 2. იტალია - $43 მლნ, მატება წინა წელთან 20% 3. აშშ - $36 მლნ, მატება წინა წელთან 40% 4. საბერძნეთი - $20 მლნ, მატება წინა წელთან 3% 5. ისრაელი - $19 მლნ, მატება წინა წელთან 10% 6. გერმანია - $18 მლნ, მატება წინა წელთან 55% 7. ყაზახეთი - $17 მლნ, მატება წინა წელთან 131% 8. თურქეთი - $10 მლნ, მატება წინა წელთან 22% 9. ყირგიზეთი - $6 მლნ, მატება წინა წელთან 165% 10. ესპანეთი - $4.9 მლნ, მატება წინა წელთან 5% 11. საფრანგეთი - $4.3 მლნ, მატება წინა წელთან 15% 12. აზერბაიჯანი - $4.2 მლნ, კლება წინა წელთან -12% 13. გაერთიანებული სამეფო - $3.8 მლნ, მატება წინა წელთან 30% 14. ირლანდია - $3.3 მლნ, მატება წინა წელთან 91% 15. პოლონეთი - $2.4 მლნ, კლება წინა წელთან -18% 16. ტაჯიკეთი - $1.9 მლნ, მატება წინა წელთან 189% 17. კანადა - $1.8 მლნ, მატება წინა წელთან 6% 18. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.7 მლნ, მატება წინა წელთან 30% 19. ერაყი - $1.6 მლნ, მატება წინა წელთან 191% 20. კვიპროსი - $1.5 მლნ, მატება წინა წელთან 14%.
2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი (78.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მარტის (24.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.7%-ით მეტია.