მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში უცხოური ბარათებით საქართველოში 300 მილიონზე მეტი დახარჯეს

6268ee1f68599
თელარა გელანტია
27.04.22 11:38
1348
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში საქართველოში უცხოური საბანკო ბარათებით 309 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 3.2-ჯერ მეტია.

მათ შორის ყველაზე მეტი ოპერაცია ბანკომატების მეშვეობით შესრულდა, უცხოური ბარათების მფლობელებმა მარტში 179 მილიონი ლარი გამოიტანეს, რაც წინა წელთან შედარებით ასევე სამჯერ მეტია. 

უცხოური ბარათების მფლობელებმა პოსტერმინალებით, 110 მილიონი ლარის ოპერაციები შეასრულეს, რაც ასევე სამჯერ არის გაზრდილი, ეს მოიცავს ტურისტული სექტორის, რითეილის, გართობის და სხვა სექტორების შემოსავლებს. 

მარტის განმავლობაში უცხოური ბარათებით სულ 1.7 მილიონი ინდივიდუალური გადახდა შესრულდა, ეს წინა წელთან შედარებით 3.6-ჯერ მეტია. ბანკომატით შესრულებული ოპერაციის (განაღდებული თანხის) საშუალო მოცულობა 773 ლარი იყო, ხოლო პოსტერმინალის ერთი საშუალო ოპერაციის მოცულობა 86 ლარს შეადგენდა.