მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცხეთაში იუსტიციის სახლი არ არსებობს" - დეპუტატი რატი ბრეგაძეს მიმართავს

61bc923493622
ინგა მურუსიძე
17.12.21 17:43
1283
მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს მიმართავს და მცხეთაში იუსტიციის სახლის აშენებას სთხოვს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, მართალია, მცხეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულია მორატორიუმი, აუცილებელია, რომ მოსახლეობას სერვისებზე წვდომა ჰქონდეს.

„მცხეთა არის რეგიონული ცენტრი, მაგრამ იქ იუსტიციის სახლი არ არსებობს. მესმის, რომ მორატირიუმია, შეზღუდულია ყველაფერი, მაგრამ რაღაცა ფორმით იქნებ შესაბამის უწყებებთან ერთად მოხერხდეს, რომ მცხეთაში აშენდეს იუსტიციის სახლი, შესაბამისი არქიტექტურით და დიზაინით.

ასევე მცხეთაში არის დევნილთა დასახლება, სადაც 9 000 ადამიანი ცხოვრობს და შესაძლებელია, იქ საზოგადოებრივი ცენტრი ავაშენოთ, რომ მოსახლეობას წვდომა მიეცეს სერვისებზე“, - განაცხადა კერესელიძემ.

დეპუტატის თქმით, კარგი იქნება ასევე საზოგადოებრივი ცენტრის აშენება თიანეთის დაბა სიონში, სადაც შესაბამისი სერვისები ხელმისაწვდომი არ არის.

ცნობისთვის: მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მორატორიუმის შენარჩუნების ვალდებულება საქართველოს 2018 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით (42COM7B.24) განესაზღვრა. განსაკუთრებული რეჟიმი მცხეთის ურბანული განვითარებისა და მიწის პრივატიზების შესახებ ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაციის მიღებამდე და მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე იმოქმედებს.