მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MEAMA უძრავი ქონების ოსკარების გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „ინოვაციური საოფისე შენობა“

6483181359aa3
BM.GE
09.06.23 16:15
1256
კომპანია „მეამა“ უძრავი ქონების ოსკარების FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის გამარჯვებული გახდა კატეგორიაში „ინოვაციური საოფისე შენობა“.

8 ივნისს FIABCI-ის მსოფლიო კონგრესის ფარგლებში გამართულ უძრავი ქონების ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე „მეამა“ ცნობილმა ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ხმალაძემ წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან FIABCI-ის უძრავი ქონების პროექტების მსოფლიო დაჯილდოებაზე წელს წარმოდგენილები იყვნენ ეროვნულ დონეზე გამარჯვებული პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ 2022 წლის 28 ოქტომბერს „Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია“-ს თანაორგანიზებით და ,,საქართველოს ბანკის მხარდაჭერით“, გამართულ FIABCI-Georgia Prix d’Excellence დაჯილდოებაზე შეარჩია.