მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეამას “დროფერი” საერთაშორისო კონკურსის ”A’Design Award and Competition” გამარჯვებულია

609cfe7c5057b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 14:26
1507
ყავის კაფსულების ინოვაციური ვენდინგ მანქანა “დროფერი”, რომელიც ქართველმა ინჟინრებმა და დიზაინერებმა "მეამას" ქარხანაში შექმნეს, საერთაშორისო კონკურსის ”A’Design Award and Competition” გამარჯვებულია - ნომინაციაში "საოფისე და კორპორატიული სივრცისთვის შექმნილი მოწყობილობის დიზაინი".

"მეამა" გარკვეულწილად თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბიც არის, რადგან ახალგაზრდა ინჟინრები სხვადასხვა ინოვაციური მოწყობილობების შექმნაზე მუშაობენ - დროფერი კი მათი ერთ-ერთი პირველი გამოგონებაა.

დროფერი სრულად ახალი ვენდინგ მანქანაა, რომელიც მეამას მომხმარებლისთვის ყავის კაფსულების შეძენას მოხერხებულ და საინტერესო გამოცდილებად აქცევს. დროფერის დიზაინი სრულიად იმეორებს მეამას სათაო ოფისის არქიტექტურის კონცეფციასა და კომპანიის ფილოსოფიას.



დროფერის მართვა თქვენი სმარტფონით შეგიძლიათ - ასკანერებთ QR კოდს და მეამას აპლიკაციის საშუალებით ირჩევთ სასურველ კაფსულას. გადახდა კი უმარტივესად, მეამას აპლიკაციაზე მიბმული ბარათითაა შესაძლებელი.

დროფერი საუკეთესო შეთავაზებაა ბიზნესისთვის - თქვენ დღესვე შეგიძლიათ უსასყიდლოდ მოითხოვოთ დროფერის დადგმა თქვენს ოფისში - გახადოთ არომატული ყავა მარტივად ხელმისაწვდომი, თქვენი ოფისის ინტერიერი კი უფრო გამორჩეული.

ამისთვის კი “მეამას” ვებ გვერდზე https://meama.ge/ka/order-dropper, ცხელ ხაზზე: *0808 ან კომპანიის ბრენდულ სივრცეში უნდა დააფიქსიროთ მოთხოვნა.
(R)