მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერება VS მედია - რა შეხედულებები არსებობს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ?

6131d167d598c
BM.GE
03.09.21 11:30
746
ნიკოტინის შემცველი ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრონული სიგარეტების შესახებ საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული პროდუქტები რისკის შემცველია როგორც მწეველთათვის, ასევე ახალგაზრდებისთვის, რადგან მას აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს თამბაქოს მოხმარების ინიცირებასა და ნიკოტინზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ხელს უწყობს მოწევისთვის თავის დანებებას და მათ აქვთ შესაძლებლობა, შეამცირონ, ტრადიციული სიგარეტების მოხმარების შედეგად, მწეველის ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო კვლევების თანახმად, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების ზრდასთან ერთად მცირდება თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელ არასრულწლოვანთა რიცხვი. . ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აღიქვამს როგორც ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, გადაარჩინოს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

ამის მიუხედავად, თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობის მოწინააღმდეგეები აქტიურად ცდილობენ, ხელი შეუწყონ მოწყობილობის მოხმარების აკრძალვას და ზეგავლენა მოახდინონ სამთავრობო ინსტიტუტებსა და საზოგადოების აღქმაზე. ამ პროცესში მათ მთავარ ინსტრუმენტს მედია წარმოადგენს.

აშშ-ში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 2015-2018 წლებში, პუბლიკაციათა 70% თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს განიხილავდა როგორც ახალგაზრდებისთვის საფრთხის შემცველ პროდუქტს. შედეგად, 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 50% ნიკოტინის მიწოდების ამ ალტერნატიულ სისტემას ტრადიციული სიგარეტის მსგავსად ან უფრო მეტად საზიანოდ მიიჩნევდა. მხოლოდ 8-დან 1 რესპოდენტი ფიქრობდა, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება, მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, ნაკლები ზიანის მომტანი იყო.

საზოგადოების მხრიდან სკეპტიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაიზარდა 2019 წელს, როდესაც აშშ-ში დაფიქსირებული ფილტვების დაავადებების გავრცელების მიზეზად თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების მოხმარება დასახელდა. ამ ურთიერთმიმართების ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი მედიას მიუძღოდა. შედეგად, რამდენიმე შტატმა და ქალაქმა სრულად აკრძალა არომატული ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, 2020 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არალეგალური უკვამლო მოწყობილობები შეიცავდნენ ვიტამინ E-ს აცეტატს, რაც ცხოველებში ფილტვების დაზიანებას იწვევდა. მიუხედავად სამეცნიერო მტკიცებულებებისა, გამოკითხულთა 2/3 კვლავ მიიჩნევდა, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზი სწორედ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები იყო.

რას გვაჩვენებს სამეცნიერო მტკიცებულებები? მართალია, მეცნიერების შეხედულებები და დამოკიდებულებები ამ მოწყობილობების შესახებ განსხვავებულია. თუმცა, არაერთი გავლენიანი სამეცნიერო კვლევა აღიარებს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელს. აშშ-ს მეცნიერების ნაციონალური აკადემია მიიჩნევს, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარება მოწევის გაგრძელებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები რისკის შემცველია.

დიდი ბრიტანეთის ექიმების კოლეჯის მკვლევარების განცხადებით, “თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობები არ არის სრულიად უსაფრთხო, მაგრამ ისინი თამბაქოს მოწევასთან შედარებით გაცილებით ნაკლები რისკის შემცველია”.