მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯულ თანხას ოჯახები გაღარიბებამდე მიჰყავს - “კურაციოს” შეფასება

61c20b0329bbe
თამთა ჯიჯავაძე
21.12.21 21:44
514
მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯულ თანხას ოჯახები გაღარიბებამდე მიჰყავს. ამის შესახებ აღნიშნულია საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც გიორგი გოცაძემ და ლელა სულაბერიძემ მოამზადეს.

სტატიის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლამდე 11.5%-დან 17.4%-მდე იმატა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მქონე ოჯახების რაოდენობამ და აღსანიშნავია, რომ კატასტროფული დანახარჯების ძირითადი ნაწილი ამბულატორიულ მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხებია.

„მედიკამენტებზე დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს, ანუ კიდევ უფრო ღარიბდება. 2017 წელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურების პროგრამის გაშვების მიუხედავად სახელმწიფო მედიკამენტებზე მხოლოდ 2%-ს ხარჯავს, ხოლო ხარჯის 96%-ს მოსახლეობის კისერზეა. მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტებზე საერთო ხარჯის ნახევარს მაინც სახელმწიფო იხდის მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ასევე, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2017 წელს მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილმა თანხებმა 983 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 253 მილიონი ლარით მეტია იმაზე, ვიდრე მოსახლეობა 2013 ხარჯავდა.