მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მენაშენეთა ასოციაცია: დეველოპერულ სექტორში გაყიდვები 30%-ით შემცირდა

6016a054ac5e3
ლიკა გურაბანიძე
31.01.21 18:15
1161
2020 წლის 31 დეკემბერს დასრულებული იპოთეკურის სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კრედიტი სულ 8,443 მსესხებელს დაუსუბსიდირდა და გაცემული სესხების მთლიანი პორტფელი 827,949,335 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ერთი საშუალო სუბსიდირებული სესხის მოცულობა 98,063 ლარია. აღნიშნული ინფორმაცია BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სიან “აწარმოე საქართველოში” გამოითხოვა. ამასთან, ირკვევა, რომ ამ სესხების თანადაფინანსებაზე ამ დრომდე მთავრობამ 940,196 ლარი დახარჯა. 

მართალია, მთავრობა 2021 წელს იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას არ აპირებს, მაგრამ დეველოპერული კომპანიები და მათ შორის მენაშენეთა ასოციაციაც მიიჩნევს, რომ სექტორს პროგრამის გაგრძელების საჭიროება  უდგას. მიზეზი პანდემიური რთული წელი და 2021 წლის სექტორისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი ვითარებაა.

როგორც bm.ge-ისთან მენაშენეთა ასოციაციის წევრი ბესო ორთოიძე ყვება, 2020 წელი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, კარგად დაიწყო, თუმცა პანდემიურმა ვითარებამ სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში მოულოდნელი და მძიმე კრიზისი გამოიწვია და სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების ამოქმედებულმა პროგრამამ, სექტორს აღდგენის და ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

“სრული წლის ჭრილში, დეველოპერული სექტორის გაყიდვებში, დაახლოებით, 30%-იანი შემცირება იყო, ხოლო სამშენებლო სექტორში კლება უფრო დიდი იყო, რადგან ტურიზმის გაჩერების გამო, ამ მიმართულებით მშენებლობები განულდა. ასევე, პრემიუმ და საშუალო კლასზე მოთხოვნა მცირე იყო, ხოლო ძირითადი მოთხოვნა ეკონომ კლასზე შენარჩუნდა", - განმარტა ბესო ორთოიძემ.