მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მენიუში ფასები 1-იანით აღარ იწყება” - რესტორატორი

62cc20401c267
ანუკა ჯოხაძე
12.07.22 00:22
16614
სარესტორნე ბიზნესს მინიმუმ 30%-ით მოუწია ფასების გაზრდა - ამის შესახებ BM.GE-თან რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, გაძვირებული პროდუქციის ფონზე კვების ობიექტები კერძებზე ფასების დაჭერას ვეღარ ახერხებენ, შესაბამისად, მათ პერიოდულად ფასების ცვლილება უწევთ. გუბელაძის განმარტებით, გაზრდილი ფასები საქართველოში ჩამოსული ტურისტების უკმაყოფილებას იწვევს.

“ძალიან დიდი გამოწვევა სარესტორნე ბიზნესში ფასების არანორმალური ზრდაა. ალოგიკურია ის ფასები, რაც ჩვენ რესტორნებში გვაქვს. თითქმის ევროპის ფასები გვაქვს. ტურისტი აქ რომ ჩამოდის, ელოდება შედარებით დაბალფასიან რესტორანს, ღვინოს.

არსებული ფასები მათაც უკვირთ, იმედგაცრუებული არიან და საერთოდ ვერ ხვდებიან რატომ უნდა დახარჯონ ამ ქვეყანაში ამდენი ფული. მინიმუმ 30%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა. მეც მენიუში ფასებს რომ ვხედავ, გაკვირვებული ვარ. 1-იანით აღარ იწყება ფასები, ყველაფერი იწყება 2-იანით ან ზემოთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან ძვირი, მაგრამ სხვანაირად ვერ გადავრჩებით. გადასახადებს, ხელფასებს ვერ გავისტუმრებთ და რაღაც მოგებას სხვანაირად ვერ ვნახავთ.”-ამბობს რესტორატორი.

ცნობისთვის, ივნისში ივნისში საქართველოში ფასები 12.8%-ით გაიზარდა, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათზე მოდის. სურსათი წინა წელთან შედარებით 21.8%-ით არის გაძვირდა.