მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორე კვარტალში აშშ-ში რეკორდული - 32.9%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო

5f24075c5c72e
შოთა ტყეშელაშვილი
31.07.20 16:03
869
მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდული მასშტაბის რეცესია დაფიქსირდა. ქვეყნის ეკონომიკა 32.9%-ით შემცირდა. 

20 მილიონი სამუშაო ადგილის გაქრობის გამო, აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელიც რეკორდულად გაიზარდა. მხოლოდ ბოლო სამუშაო კვირის განმავლობაში უმუშებრობის შესახებ დამატებით 1.4 მილიონმა მოქალაქემ გააკეთა განაცხადი. 

კვარტალურ ეკონომიკურ ზრდას აშშ-ში 1945 წლიდან აღრიცხავენ, მსგავსი მასშტაბის რეცესია ამ სტატისტიკური მაჩვენბლის წარმოების ისტორიაში ადგილი არ ჰქონია. შედარებისთვის, 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს, ამერიკის ეკონომიკის კვარტალური ვარდნა მაქსიმუმ 8.4% იყო, რაც COVID-19-ის კრიზისის ბევრად უფრო დიდ მაგნიტუდაზე მეტყველებს. 

1970 წლიდან მოყოლებული ყველაზე მკვეთრი იყო გერმანიის ეკონომიკური ვარდნაც, რამაც 2020 წლის მეორე კვარტალში 10.1% შეადგინა, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა კი 8.4%-ით შემცირდა, რაც 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ რეკორდული მაჩვენებელი იყო.