მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეორეული ავტომობილები საშუალოდ 20%-ით გაძვირდა - ასოციაცია

637e250e49e41
ანუკა ჯოხაძე
24.11.22 18:08
2003
ავტოიმპორტიორები როგორც მეორეულ, ისე ახალ ავტომობილებზე ფასების ზრდაზე საუბრობენ. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის განმარტებით, ფასების ზრდის ტენდენცია პანდემიის შემდეგ გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯების ფონზე დღესაც ნარჩუნდება. ასოციაციის თავჯდომარის თქმით, მომხმარებელი ბაზარზე ფასების კლებას ჯერ არ უნდა ელოდონ.

“ამერიკაში, ევროპაში, ყველგან მთელი მსოფლიო მასშტაბით მეორეული ავტომობილები გაძვირდა. ასევე გაძვირდა ახალი ავტომობილებიც. ამას დაემატა ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც ასევე გაზრდილია.

შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საშუალოდ ავტომობილები 15-20%-ით არის გაძვირებული. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ავტომობილების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ”, - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი bm.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის, 2022 წლის 10 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 1,223 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 11.4% იყო.