მსოფლიოში ცნობილმა ავტოკონცერნმა Mercedes-მა, პირველი ელექტრონული ქროსოვერი EQA წარადგინა, რითიც ის Tesla-ს ელექტრომობილებს კონკურენციას გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, Mercedes-ის სტრატეგიის ნაწილია, კომპანიამ აწარმოოს რაც შეიძლება მეტი ავტომობილი, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირის და ჩინეთის პოლიტიკასთან, გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირების თვალსაზრისით.
Reuters-ი წერს, რომ Mercedes-ი ელექტრონული ქროსოვერი EQA-ი ევროპის ბაზარზე 4 თებერვალს გამოჩნდება და როგორც ავტოკონცერნი აცხადებს,“ავტომობილს საკმაოდ კონკურენტული ფასი ექნება“.
გამოცემის მიხედვით, გასული წლის პირველ სამ კვარტალში, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე ელექტრონულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა 122%-ით გაიზარდა.