მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია ახალი წლის კონცერტზე სცენის დეკორაციებისთვის 200 ათას ლარს დახარჯავს

5dfb785d4f7ce
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.19 10:15
1131
თბილისის მერია ახალი წლის გალაკონცერტის სცენის დეკორაციებისთვის 200 ათას ლარს დახარჯავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესყიდვას გამარტივებული ტენდერით - პირდაპირი შესყიდვით ითხოვს. ტენდერის ზუსტი ღირებულება 195 960 ლარია.

მიმწოდებელი კომპანია შპს "თი სი ეიჩია", რომელიც 2018 წელს არის დაარსებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი თაყა ჩხაიძეა.

დოკუმენტის მიხედვით, დეკორაციების მონტაჟი 28 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, მისი დემონტაჟი კი 2 იანვრამდე.

თბილისის მერია საახალწლო სპეცეფექტებსა და ფოიერვერკებში 101,150 ლარის დახარჯვას გეგმავს

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება მერიას 209,000 ლარი უჯდება

 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები