მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია მზადაა, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მილიონით ძვირი გადაიხადოს - ტენდერი

60c9cc3908e31
ანუკა ჯოხაძე
17.06.21 09:45
2136
თბილისში ერთ-ერთი გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა. ამჯერად, დედაქალაქის მთავრობა მზადაა, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარით ძვირი გადაიხადოს.

ტენდერი 3 ივნისს გამოცხადდა და მისი ღირებულება 6 090 839 ლარია.

სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 19 ივნისს იწყება და 24 ივნისს სრულდება.

პროექტის დაფინანსების წყარო 2021–2022 წლების თბილისის ბიუჯეტია.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, 24-საათიან რეჟიმში იმუშოს და რეაბილიტაცია 8 თვეში დაასრულოს.

ცნობისთვის: თბილისის მერიამ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის პირველი ტენდერი 2021 წლის 7 მაისს გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 4 670 999 ლარი იყო. სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 28 მაისს დასრულდა, თუმცა რეაბილიტაციაზე ინტერესი არავინ გამოხატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები