მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია თბილისში უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აგრძელებს - რა ხდება თვალჭრელიძის ქუჩაზე?

5fe2deba5df4a
ინგა მურუსიძე
23.12.20 10:19
631
თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 7 ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენდა.

შენობებიდან - 2 თითქმის დასრულებული იყო და ის აფხაზეთიდან დევნილმა და-ძმამ ააშენა. მოქალაქე ლევან ფიფიას ჰყავს მეუღლე და 3 შვილი და ისინი დემონტაჟის დროს სხვაგან იმყოფებოდნენ.

ფიფიას ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები დილის 7 საათისთვის მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს, რომ დემონტაჟი უნდა დაიწყონ.

მისივე ინფორმაციით, სახლებს 2010 წლიდან, ეტაპობრივად აშენებდნენ და ბოლო დრომდე არავის გაუფრთხილებია, რომ მშენებლობა უკანონო იყო და უნდა შეეწყვიტათ. ლევან ფიფია ამბობს, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, გარდა მშობლების ერთოთახიანი ბინისა, სადაც თავის ცოლ-შვილთან ერთად ვერ ეტევიან.

ცნობისთის: თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 18 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ თუკი მეპატრონეები რამდენიმე დღის განმავლობაში შენობების დემონტაჟს არ გააკეთებდნენ, ამას მერია თავად განახორციელებდა.