მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიამ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობების დასრულებაზე 9 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

6141a785155c4
ვიქტორია მღებრიშვილი
15.09.21 12:11
1135
მერიამ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობების დასრულებაზე 9 კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა. როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა, „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დასრულებულია და ის სრულიად ახალ ფაზაში გადადის, რასაც იმპლემენტაცია ჰქვია.

„ამ ეტაპზე ჩვენ ყველა ამ პროექტის შესრულებას მონიტორინგი უნდა გავუწიოთ და მათი დროული და ხარისხიანი დასრულება უზრუნველვყოთ. დღევანდელი მემორანდუმი, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭელის პრინციპი, როდესაც ყველა ობიექტის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო და ჩვენთვის პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები არ არსებობდა. დღეს მერია აწერს ხელს მემორანდუმს რომელშიც თითოეული ობიექტის დასრულების ვადებია განსაზღვრული და მერია ამის გარანტორია, რომ ყველა ვადა შესრულდება.

მემორანდუმის მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფა, ერთი - სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიებია, ხოლო მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები არიან“, - განმარტა ელოშვილმა.

დღეს მერიამ მემორანდუმი შემდეგ კომპანიებთან გააფორმა: კომპანია „სიემსი“; შპს „მეტტა“ - დასრულებული ობიექტების შემსრულებელი; შპს „ნექსთდორი“; შპს „იქსმშენ დეველოპმენტი“ - ასაშენებელი ობიექტების შემსრულებელი; „იქსმშენ დიღმის მასივში“ - ასაშენებელი ობიექტების შემსრულებელი; შპს „საბურთალო“ - ასაშენებელი ობიექტების შემსრულებელი; შპს „გელოვანი“ - ასაშენებელი ობიექტების შემსრულებელი; შპს „არქი გურამიშვილი“ -ასაშენებელი ობიექტების შემსრულებელი; „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ - კომპანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები