მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელი: WHO ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია, მის საქმიანობას მხარს ვუჭერთ

5ea186ead7cdb
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.20 21:30
736
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია და მის საქმიანობას მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც CNN-ი წერს, ამ განცხადებით ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებს გაემიჯნა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ არაეფექტური რეაგირების შესახებ ბრალდებებს ეხება. 

პარტამენტში სიტყვით გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა კორონავირუსის დამარცხების თვალსაზრისით „უკიდურესად მნიშვნელოვანია“.

„გერმანია მზად არის გაიღოს მეტი კონტრიბუცია ევროკავშირის ბიუჯეტისთვის, რათა უფრო ეფექტური გახდეს პანდემიის მართვა“, – აცხადებს მერკელი.