მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერკელმა გერმანიაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განაცხადა

5e974c1c6f7a9
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 21:59
2199
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მომდევნო კვირიდან მაღაზიებს, რომელთა ფართობი 800 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია, უფლება მიეცემათ განაახლონ მუშაობა.

BBC–ის ცნობით, სოციალური დისტანცირების ზომები 3 მაისამდე შენარჩუნდება. მოსწავლეები კლასებს 4 მაისიდან დაუბრუნდებიან.

ამასთან, მერკელი რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას პირბადეებით იარონ საზოგადოებრივ ტრანსპორტებსა და მაღაზიებში.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირების 133 114 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო დაღუპულია 3 592.