მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთ კენედი საქართველო - აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრობს

61b4d6d704d93
BM.GE
11.12.21 20:47
790
საინვესტიციო ფირმა Converge-ის დამფუძნებელი და საქართველო-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მეთ კენედი Forbes Talks-ის ფორმატში ახალი ფონდის მიზნების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ფონდს ორი ძირითადი მიზანი აქვს, ესენია აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების ინიციატივის ადვოკატირება, მეორე მიზანი კი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნის ხელშეწყობაა. ფონდს ექს-პრემიერი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. ახალი ორგანიზაციის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. მეთ კენედის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს მიზნები შეიძლება რთული იყოს, AGECF-ის ამოცანაა, ეს მესიჯები გადაწყვეტილებების მიმღებებამდე მიიტანოს.

“რამდენიმე პირმა დააფუძნა ეს ორგანიზაცია, რათა მან გაუწიოს ფასილიტაცია საქართველოსა და აშშ-ის კერძო სექტორებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს უფრო წარმატებულ ინტეგრაციას რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში. ის გააუმჯობესებს საქართველოში დასაქმებულთა შრომით უფლებებს, და გაზრდის ESG მმართველობით სტანდარტებს ეკონომიკაში. ასევე ეს ხელს შეუწყობს ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ამასთანავე ადამიანური კაპიტალის განვითარების დაჩქარებას. ეს მიზნები თავისმხრივ თქვენს ქვეყანაში უფრო ძლიერი საშუალო ფენის შექმნას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამავდროულად ამ მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული კონსოლიდაცია, რაც განვითარებას შეუწყობს ხელს.

შესაბამისად, ჩემთვის პირდაპირ ამოცანებთან ერთად არის ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო ფართო კონტექსტიც და მიზნები, რომლების მოიტანენ გრძელვადიანი სარგებელს საქართველოს ეკონომიკისთვის და ქართველი ხალხისთვის.

ეს არის რეალური შესაძლებლობა. როგორც წეღანაც განვიხილეთ, რეგიონი ამჟამად რთული ნაკადების ქვეშ იმყოფება. ჩემი აზრით FTA-ის გაფორმება საქართველოსა და რეგიონისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. არცერთი რთული შედეგი მცდელობების გარეშე არ მიიღწევა და მე დიდი მიზნების მიღწევის შესაძლებლობის მყარად მწამს.

ბევრი მცდელობა სჭირდება, თუმცა უმჯობესია სცადო და ვერ შეძლო, ვიდრე არც სცადო. ჩემი აზრით სწორედ ესაა ის პოზიცია, რომელსაც ბატონი მამუკა ბახტაძეც იზიარებს და ყველამ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონშიც ამ ინიციატივას უნდა დაუჭიროს მხარი და ის განგრძობადი სარგებლის მიღწევაში დაეხმარება როგორც თქვენ ქვეყანას, ასევე მთელ რეგიონს,”- აცხადებს მეთ კენედი.

თავად მეთ კენედის საინვესტიციო ფონდი Converge-ი ძირითადად ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების მიმართულებით არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებით.