ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მხოლოდ 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. მათ შორის აშშ მონაწილეობს მხოლოდ ერთ მრავალმხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც აშშ-ს, კანადას და მექსიკას (USMCA) მოიცავს. დანარჩენი სავაჭრო შეთანხმებები მხოლოდ ორმხრივია.
ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ აშშ-ს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები მსოფლიოს არაერთ წამყვან ეკონომიკასთან (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა). შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები შედარებით უფრო მცირე ეკონომიკების მქონე ქვეყნებს მოიცავს, ამ მხრივ გამონაკლისებია კანადა, მექსიკა და ნაწილობრივ იაპონია, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ იშვიათი მეტალების ნედლეულს ეხება.
ქვეყნები, რომლებთანაც აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს:
ავსტრალია
ბაჰრეინი
კანადა (USMCA)
ჩილე
კოლუმბია
კოსტა - რიკა
დომინიკის რესპუბლიკა
ელ სალვადორი
გვატემალა
ჰონდურასი
ისრაელი
იორდანია
კორეა
მექსიკა (USMCA)
მაროკო
ნიკარაგუა
ომანი
პანამა
პერუ
სინგაპური
იაპონია (მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე).
2023 წელს აშშ-ის სავაჭრო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რაც ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას უკავშირდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აშშ ყველაზე მეტი საქონელს ჩინეთიდან ყიდულობდა, ხოლო 2023 წელს ჩინეთმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო პირველი პოზიცია მექსიკამ დაიკავა. შესაბამისად, მექსიკიდან იმპორტმა $475 მილიარდი დოლარი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტმა კი 427 მილიარდი დოლარი შეადგინა. მესამე ადგილი დაიკავა კანადამ $421 მილიარდი დოლარის იმპორტით. შესაბამისად, ამჟამად აშშ USMCA-ს სავაჭრო შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან ვაჭრობას ანიჭებს უპირატესობას.