მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-მა უნდა დააწესოს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, ასევე, თავისუფალი ვაჭრობა და უნდა იყოს პირდაპირი ფრენები.

“ხვეწნას ჩვენ არ ვაპირებთ. ჩვენც მოვუწოდებთ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. აშშ-დან ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს.

ათ წელზე მეტია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს - დიახ, უნდა გადაიხედოს. ამ საკითხს ჩვენ ვაყენებდით. ჩვენი ამერიკელი მეგობრების და პარტნიორების მიმართ არის ასეთი თხოვნაც და მოთხოვნაც”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სად მიდის ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს და ე.წ გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ამას.

“ჩვენზე რაც არის დამოკიდებული ამას გადავხედავთ, გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეცოდინებათ თქვენ. არ მინდა გამჭვირვალობაო, აქციებს რომ ატარებთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები