მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაში თბილისის მერია 1.6 მლნ ლარს იხდის

61c9b935e3b64
ანუკა ჯოხაძე
27.12.21 16:51
555
მერია თბილისში, მეტეხის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს.

რეაბილიტაციაზე ტენდერი თბილისის მერიამ 22 დეკემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე 7 იანვარს სრულდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 168 ლარია. სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა კომპანიამ დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

პროექტი ქალაქ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები