მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან... ზოლში არ მოძრაობენ“ - ვიქტორ წილოსანი

632ad2d37fe35
მარიამ იზორია
21.09.22 12:58
2828
„მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან... ზოლში არ მოძრაობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ვიქტორ წილოსანის განმარტებით, მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას და მეტრო ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება. მისივე თქმით, მეტროში შეფერხებებს მგზავრები ქმნიან.

„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. მხოლოდ ახმეტელის თეატრთან და ვარკეთილის მეტროს შესასვლელთან დგას რიგები. მეტროს ვაგონები ბაქანზე არსებულ ყველა მგზავრს ემსახურება, ვერ მაჩვენებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა მეტრომ გაიარა და ბაქანზე ადამიანი დარჩა. ვერ მაჩვენებთ ვერც ერთკადრს, სადაც ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.

ანალოგიურია სადგურის მოედანზე, გადასასვლელში მგზავრებს არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ზოლში ვიმოძრაოთ, შესაბამისად, ისინი საცობს ქმნიან, არ დგებიან საწინააღმდეგო მიმართულებით, ხდება შეფერხებები ერთმანეთთან და პრობლემა გვირაბს გამტარუნარიანობას ექმნება“, - განმარტავს წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები